კარასინის განცხადებით, პაუზა რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებაში არ არის.
“დგება პერიოდი, როდესაც უნდა იფიქრო, როგორ მოიქცე მომავალში, ყველაფერი გააანალიზო. სიტყვა “პაუზა” მე არ მომწონს. ნორმალიზაცია გაგრძელდება იმ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელია.
სავაჭრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე არაფორმალური დიალოგი რუსეთმა და საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველად დაიწყეს. პირველი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინსა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძემ შორის 2012 წლის 14 დეკემბერს შვეიცარიაში შედგა და მას შემდეგ სხვადასხვა პერიოდულობით იმართება.





