კობახიძე აღიარებს, რომ 2012 წლის “ოცნების” პროგრამაში “ხარვეზები გაიპარა”

პარლამენტის თავმჯდომარე და “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში, სადაც პარტიის დაპირებები იყო ასახული, “ხარვეზები გაიპარა”. ამის შესახებ კობახიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

“ეგეთი რამ, რომ სიღარიბე განულდებოდა და 1.2 მილიონი ადამიანი ამოვიდოდა სიღარიბიდან 1 წელიწადში, არავის უთქვამს.

2011-2012 წლებში მე თვითონ ვიყავი ჩართული პროგრამის შემუშავების პროცესში. 2012 წლის ბოლოს, როცა არჩევნები მოახლოვდა, პროცესი, პრაქტიკულად, საარჩევნო ომში გადაიზარდა და, სამწუხაროდ, პროგრამისათვის აღარავის ეცალა. ამ დროს საარჩევნო პროგრამაში ძალიან ბევრი ხარვეზი გაიპარა.  ეს შემიძლია დაგიდასტუროთ, როგორც მაშინ პროგრამის შემუშავებაში ჩართულმა [პირმა].

აბსურუდული დაპირებებიც კი იყო. კონკრეტული ადამიანები დადიოდნენ და განუხორციელებელ დაპირებებს იძლეოდნენ”, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, განსხვავებულია “ოცნების” 2016 წლის საარჩევნო პროგრამა, რომელიც რეალისტურია და არსებითად შესრულდება.

ამავე თემაზე

400 ათასი ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან, რჩება 750 ათასი – კობახიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com