“შსს-ს ყველაზე ნაკლები უფლება უნდა ჰქონდეს მოსმენებთან დაკავშირებით, ჩვენ იძულებული ვიქნებით მივმართოთ ევროსასამართლოს და როგორც სისტემური პრობლემა, მოვითხოვოთ ამ კანონის გაუქმება. არ შეიძლება კანონმდებლობით დაშვებული იყოს ეს მახინჯი პრაქტიკა, რომელიც ამ კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, და ახლა განსაკუთრებით გამოიხატა ახალი ხელისუფლების ნებაც, რომ ეს სისტემა რადიკალურად კი არ შეიცვალოს, არამედ შეინარჩუნოს და ლეგალიზაცია გაუკეთოს. ჩვენ სხვა არჩევანი არ დაგვიტოვეს. ძალიან მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, უფლებადამცველებსა და ადვოკატებს შემოგვიერთდნენ,”- აცხადებს მუხაშავრია ნეტგაზეთთან საუბარში.
როგორც იურისტი განმარტავს, ანალოგიური საქმე 2009 წელს ევროსასამართლოში მოგებული აქვთ მოლდოველ უფლებადამცველებაც.
მუხაშავრიას თქმით, სარჩელს ევროსასამართლოსთვის დეკემბრის ბოლომდე მოამზადებენ.
კამპანიის “ეს შენ ეგხება – ისვე გვისმენენ” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის მიერ ფარული მოსმენების რეგულირების თაობაზე მიღებული კანონები შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ.
გუშინ, 30 ნოემბერს პარლამენტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონს კენჭი ხელახლა უყარა და პრეზიდენტის ვეტო 82 ხმით 13–ის წინააღმდეგ დაძლია. ამ კანონპროექტით ე.წ. გასაღები კვლავ შსს-ს ხელში რჩება.





