ახალი ამბები

სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც გემსახურებათ 24 საათი

1 დეკემბერი, 2014 •
სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც გემსახურებათ 24 საათი

„როდესაც ჩემმა მეგობრებმა გაიგეს, რომ სტომატოლოგიური კლინიკის დამფუძნებელი გავხდი, დიდხანს ვერ იჯერებდნენ. ჩემს გარშემო ყველამ იცოდა, რომ  სტომატოლოგების საკმაოდ დიდი რიდი მქონდა. ეს გადავწყვეტილება მე და ჩემმა მეუღლემ – სტომატოლოგმა და კლინიკის დირექტორმა ნინო თოიძემ მივიღეთ 2 მიზესის გამო: პირველ რიგში გვსურდა მოსახლეობისთვის შეგვეთავაზებინა მართლაც უმაღლესი სტომატოლოგიური მომსახურება შეღავათიან ფასებში; ხოლო მეორე მიზეზი იყო – სრულიად შეგვეცვალა მოსახლეობის დამოკიდებულება სტომატოლოგიისადმი. ამ ეტაპზე უმრავლესობას „სტომატოლოგიური კლინიკის“, ხსენებისას, დიდი ალბათობით, ძალიან ნეგატიური განცდა ეუფლება. ბევრი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი ვიზიტი აუცილებლად უნდა დამთავრდეს ტკივილით,“- ამბობს „დრიმ დენტალ გრუფის“–ის დამფუძნებელი, დავით მოციქულაშვილი.

 

კლინიკა „დრიმ დენტალ გრუფი“ დღეს ისეა მოწყობილი, რომ პაციენტი არც სამედიცინო დაწესებულების სპეციფიურმა სუნმა შეაშინოს, არც ნემსის ჩხვლეტამ და არც კბილის ამოღების სისხლიანმა პროცედურამ.

 

კლინიკა სპეციალურ, მედიკამენტების სუნის დამხშობებს იყენებს. შესაბამისად, პაციენტი ვერ გრძნობს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.

 

„ის სპეციფიური სუნი, რომელიც სტომატოლოგიურებში ტრიალებს, ბევრს ძალიან ძაბავს. ამიტომ ძალიან იშვიათია, რომ ვინმეს არ სტკიოდეს კბილი და მაინც მივიდეს სტომატოლოგთან, – თუნდაც ელემენტალურ გაწმენდა-გაპრიალებაზე, რაც ნამდვილად აუცილებელია წელიწადში 2-ჯერ მაინც. პირის ღრუდან შეიძლება წარმოიშვას უფრო რთული პრობლემები, ვიდრე კბილების დაკარგვა და ეს ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. მე და ჩემ მეუღლეს გვსურს, რომ საქართველოში ჩამოვაყალიბოთ სტომატოლოგთან აუცილებელი ვიზიტების კულტურა.  მაგალითად, ამერიკაში პატარა ბავშვებიც კი ხშირად თვითონ სთხოვენ მშობლებს წაიყვანონ სტომატოლოგთან.  აქედან გამომდინარე, ამერიკის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს არა მხოლოდ ჯანმრთელი, არამედ ლამაზი კბილებიც. ეს ადამიანის ერთგვარი სავიზიტო ბარათია საზოგადოებაში.“

 

სხვა სტომატოლოგიური კლინიკებისგან განსხვავებით, „დრიმ დენტალ გრუფის“ კედლებზე არ ჰკიდია, მაგალითად, კბილის ფორმის საათები, სტომატოლოგიური ნაწარმის სარეკლამო პლაკატები და სტომატოლოგიური კლინიკებისთვის სხვა დამახასიათებელი რეკვიზიტები.

 

„დრიმ დენტალ გრუფი“ თბილისის ერთ–ერთ ყველაზე ადვილად მისადგომ ადგილას, ნ. ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. თუმცა, პაციენტებს მის ადგილმდებარეობაზე მეტად მისი სამუშაო განრიგი იზიდავთ – დრიმ დენტალ გრუფი“ 24 საათი მუშაობს.

 

„რამდენიმე თვეა სადღეღამისო მუშაობაზე გადავიდა ჩვენი კლინიკა. რეალურად გამოჩნდა, რომ პაციენტებისთვის ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. თითქმის ყოველ ღამით მოდიან მოქალაქეები, რომლებსაც გადაუდებელი სტომატოლოგიური დახმარება სჭირდებათ. ადამიანი ვერ დაგეგმავს, როდის ასტკივდეს კბილი, ეს შესაძლებელია კვირა დღესაც მოხდეს და ღამის 3 საათზეც.  ხშირ შემთხვევებში ეს ტკივილი აუტანელიც კი ხდება. ამ შემთხვევაში რა უნდა ქნას ადამიანმა, ელოდოს დილას, ან სამუშაო დღეს? ეს ხომ წარმოუდგენელია?!“– ამბობს ბ-ნი დავითი.

 

24 საათის განმავლობაშივე, პაციენტს „დრიმ დენტალ გრუფის“ ექიმების სახლში გამოძახებაც შეუძლია.

 

„არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები ექმნება.  ჩვენი კლინიკა მზად არის ასეთ დროს, თავად მივიდეს პაციენტთან“.

 

სახლში მისვლის სერვისი ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვისაა განკუთვნილი.

 

ამჟამად კლინიკის წარმომადგენლები მუშაობენ იმისთვის, რომ ბავშვებთან მულტფილმების გმირების კოსტიუმებში გამოწყობილი სპეციალისტები მივიდნენ საჩუქრებით, რაც ექიმის მიმართ ბავშვში შიშს მოხსნის და სტომატოლოგიურ პროცედურას გაუხალისებს. ხოლო თვითონ კლინიკაში გამოიყოფა ცალკე ე.წ. „ბოქსი“, რომელიც გაფორმდება ამ პერსონაჟებით და თუ ბავშვი თავად მივიდა კლინიკაში, მას ნამდვილად ძალიან დიდი სიურპრიზები ელოდება- საჩუქრების ჩათვლით. თუმცა საჩუქრები ყველა პაციენტებისთვის თამაშდება ყოველი თვის 10 რიცხვში – გაითვალისწინეთ!

 

„როგორც უკვე გითხარით, პროცედურის წინ გაკეთებული ნემსის ჩხვლეტას პაციენტი ვერ გრძნობს. ვიყენებთ სპეციალურ ამერიკულ გელს, რომელსაც მომენტალური გაყუჩების ეფექტი აქვს. ეს გელი როგორც ბავშვებში, ასევე ორსულებშიც გამოიყენება. უფრო მეტიც – სულ მალე ჩვენ პაციენტებს აღარ დასჭირდებათ ალერგიის სინჯზეც კი სხვა სამედიცინო დაწესებულებაში წასვლა, რადგან უკვე ადგილზე მოემსახურება ჩვენი ალერგოლოგი. ამას დაემატება საკუთარი სატექნიკო, რომელიც უკვე ადგილზე დაგვეხმარება ორთოპედიული თვალსაზრისით. ასევე შესაძლებელი გახდება, ასე ვთქვათ, დაძინებულმა გაიკეთოთ სხვადასხვა სტომატოლოგიური მანიპულაციები, თუნდაც კბილის ამოღება. მოკლედ, რომ გითხრათ, ჩვენთვის პაციენტი და მისი კომფორტი დგას აბსოლუტურად პირველ ადგილზე, ამიტომაც ჩვენი სლოგანია: თქვენი ღიმილი – ჩვენი რეპუტაციაა“, – ამბობს დავით მოციქულაშვილი.

 

სულ ცოტა ხნის წინ, კლინიკამ შეიძინა უნიკალური ბოლო თაობის ლაზერული აპარატი, რომელიც ბატონი დავითის განმარტებით, სასწაულს ახდენს თერაპიაში, ქირურგიაში, პარადონტოლოგიაში და კბილების გათეთრებაში.

 

თუ აქამდე ვერ წარმოგედგინათ, მაგალითად უსისხლო ოპერაცია, ან სტომატოლოგიური მანიპულაცია, რომელსაც ანესთეზიაც კი არ ესაჭიროება – „დრიმ დენტალ გრუფში“ ეს უკვე რეალობაა.

 

„რაც მთავარია, პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ ხარისხი ჩვენთან ბევრად უფრო უსწრებს ფასების დონეს. [მაგალითად, ბჟენის ფასები 35 ლარიდან იწყება] ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ გვინდა მაქსიმალურად კმაყოფილი გაუშვათ ჩვენი პაციენტები, ფასების გათვალისწინებით.“

 

გარდა ამისა, კლინიკა სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობს და პარალელურად, პაციენტებს  ნებისმიერ მომსახურებაზე უპროცენტო განვადებას სთავაზობს.

 

კლინიკაში ჩვეულებრივი ე.წ.ბოქსების გარდა, ერთი Dream Box–ია. ეს არის სრულიად იზოლირებული ორთოპედიული ოთახი, სადაც სამედიცინო პროცედურის დროს პაციენტს საკუთარი სურვილითა და გემოვნებით მუსიკალური კომპოზიციების სტილის შერჩევა და მოსმენა შეუძლია. ამასთან ერთად მას პროცედურის დაწყებამდე სხვადასხვა სახეობის ჩაის და ყავას შესთავაზებენ.

 

კლინიკის ოფიციალური DREAM სახე გახლავთ – ნუკი კოშკელიშვილი, ხოლო DREAM მეგობრები: ნინელი ჭანკვეტაძე, იმედა არაბული, სალომე ქათამაძე, ნინა სუბლატი და ბევრი სხვა ცნობილი ადამინი.

შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო რგოლი, რათა უკეთ გაეცნოთ კლინიკას.         

Dream Dental Group -კლინიკა სადაც მუშაობენ უმაღლესი დონის პროფესიონალები; კლინიკა, რომელიც აკმაყოფილებს ყველა ახალ საკანონმდებლო რეგულაციებს; კლინიკა სადაც იდეალური ჰიგიენაა და სადაც ღიმილით დაგხვდებიან დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

„თქვენი ღიმილი – ჩვენი რეპუტაციაა“!

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, ნ. ბარათაშვილის #10
ტელეფონი: 299-12-00, 579-50-10-10
Facebook:  https://www.facebook.com/DreamDentalGroup777

დრიმ დენტალ გრუპი
დრიმ დენტალ გრუპი

მასალების გადაბეჭდვის წესი