თინათინ ხიდაშელი (ქართული ოცნება – რესპუბლიკელები), ვახტანგ ხმალაძე (ქართული ოცნება – რესპუბლიკელები), დავით ბერძენიშვილი (ქართული ოცნება – რესპუბლიკელები), ლევან ბერძენიშვილი (ქართული ოცნება – რესპუბლიკელები), ფრიდონ საყვარელიძე (ქართული ოცნება – რესპუბლიკელები), დავით ონოფრიშვილი (თავისუფალი დემოკრატები), ზურაბ აბაშიძე (თავისუფალი დემოკრატები), შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები), ვიქტორ დოლიძე(თავისუფალი დემოკრატები), ნინო გოგუაძე (თავისუფალი დემოკრატები), გიორგი ცაგარეიშვილი (თავისუფალი დემოკრატები), თამაზ შიოშვილი (თავისუფალი დემოკრატები) და ირაკლი ჩიქოვანი (თავისუფალი დემოკრატები).
საპარლამენტო უმრავლესობიდან აღნიშნული საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ დავით უსუფაშვილს, თამარ კორძაიას, მურმან დუმბაძეს, მალხაზ წერეთელსა და ნოდარ ებანოიძეს.
რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, კენჭისყრის დაწყებამდე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებდნენ და სხდომის დარბაზი დატოვეს. ამის მიუხედავად, კენჭისყრის შედეგებით ირკვევა, რომ ბესლია–ფოფოხაძე– სესიაშვილის კანონპროექტს და, შესაბამისად, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 2–მა წევრმა, კობა სუბელიანმა და სამველ პეტროსიანმა მისცეს ხმა.
ამავე კანონპროექტს დღეს მხარი უმრავლესობის იმ წარმომადგენლებმაც დაუჭირეს, რომლებმაც მისი პირველად მიღების დროს მხარი არ დაუჭირეს, მათ შორის არიან ელისო ჩაფიძე და ანი მიროტაძე.
პარლამენტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონს კენჭი ხელახლა უყარა და პრეზიდენტის ვეტო 82 ხმით 13–ის წინააღმდეგ დაძლია.








