ახალი ამბები

ანონსი – 1 დეკემბერი

30 ნოემბერი, 2014 •
ანონსი – 1 დეკემბერი


9:00 – სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“–ში შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით რეგიონილი შეხვედრა გაიმართება.

 

10:00 – სასტუმრო „თბილისი მარიოტში“  საქართველოს მთავარი პროკურატურა „ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის“  შემაჯამებელ კონფერენციას გამართავს. პირველ მომხსენებლად  კონფერენციაზე საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი გამოვა.

 

10:30 –გაიმართება მსოფლიო ბანკისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი სემინარი სიღარიბის შემცირებისა და სოციალური დაცვის სისტემის შესახებ;  ქორთიარდ მარიოტი, თავისუფლების მოედანი 4

 
11:00 – სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მთავრობის ინიციატივის – ,,საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის” ფარგლებში მედიის წარმომადგენლებს შეხვდება და  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის და  პარლამენტის წარმომადგენლები. ღონისძიება გაიმართება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (გუდიაშვილის ქ #7) საკონტაქტო პირი – ნანა ჩინჩილაკაშვილი 599 50 26 19 

11:00– ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორი ლარს ოერმანი  დაესწრებიან მცირე და საშუალო ჰესების განვითარების მიზნით, საქართველოს ბანკსა და  გერმანიის განვითარების ბანკს (KfW) შორის გაფორმებული ხელშეკრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. მისამართი:საქართველოს ბანკის სათავო ოფისი (თბილისი 0160, გაგარინის ქუჩა N29ა. – შესასველელი სანაპიროს მხირდან] საკონტაქტო პირი: ირაკლი გაფრინდაშვილი 599561847

 

11:30 – “პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ წევრი დავით ზურაბიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ფარული მოსმენების შესახებ კანონი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

11:45 –”პირველ პრესკლუბში” „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ფარული მოსმენების შესახებ კანონი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

12:00 –”პირველ პრესკლუბში” „თავისუფალი საქართველოს“ გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

12:00  – პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

 

12.00 –  სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს სახალხო დამცველი და მასთან შექმნილი საზოგადოებრივი საბჭო წარმოადგენენ ერთობლივ ანგარიშს „2012 წლის 28–29 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ“. მისამართი: რუსთაველის გამზირი #13, თბილისი

 

12:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ახალი მემარჯვენეები ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

 

12:30 – “პირველ პრესკლუბში” „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ფარული მოსმენების შესახებ კანონი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

13:00 – “პირველ პრესკლუბში” “ახალი თაობა-დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარე ნატალია ხოხიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წალკის საკრებულოში მომხდარი ინციდენტი, კორუფციის ფაქტები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

13:30 –  “პირველ პრესკლუბში” ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ლარის ვარდნა, წინასაახალწლოდ ფასების ზრდა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

 

15.00 – სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით გაიმართება ანგარიშის პრეზენტაცია საქართველოს რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მდგომარეობის, მათ შორის ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი შშმ პირების შესახებ; ასევე, წარმოდგენილი იქნება სახალხო დამცველის აპარატის შშმ პირთა უფლებების დაცვის ცენტრის საქმიანობის 2014 წლის ანგარიში. მისამართი: თავისუფლების მოედანი #4, თბილისი

 

18:00 –  მწერალთა სახლში გაიხსნება გამოფენა „საბჭოთა წარსული თბილისის ჩრდილებში“;  მისამართი: ივანე მაჩაბლის ქ. 13 (მწერალთა სახლის საგამოფენო დარბაზი)

მასალების გადაბეჭდვის წესი