“მე ყველაზე მეტად ის მიკვირის და ვერაფრით ავხსენი, რა მოხდა ამ ერთი წლის განმავლობაში, რა პროცესები განვითარდა და რა შეიცვალა ისეთი, რომ ჩვენ მიერ, ასე ერთსულოვნებით, ასე გულითადობით, სიყვარულით, ბრძოლით არჩეულმა პრეზიდენტმა შემოიტანა ის კანონპროექტი, რომელსაც მხარს არავინ უჭერს. მე ვერ ვნახე ამ დარბაზში ვერც ერთი, ვინც იტყოდა, რომ ეს არის კარგი ვარიანტი, მოუწონა და ტაში დაუკრა. ვერც გარეთ ვნახე, სხვათა შორის.
საერთოდ ნათქვამია, რომ ვისზეც ყველაზე დიდი ამაგი გაქვს, ის ყველაზე მეტად გიყვარს. ეს უმრავლესობაც, ვინც აქ ვართ, ჩვენ სხვანაირად გცემთ პატივს, პატონო პრეზიდენტო. მოდი, ასე ვიტყვი, სხვანაირად გვიყვარხართ და სხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს თქვენს მიმართ, და ძალიან გული მწყდება, რომ ის კონტაქტი, რომელიც უნდა იყოს, არ არსებობს, და ის კანონი, რომელიც უმრავლესობამ მიიღო, თქვენთვის ასე ჰარი–ჰარალად გახდა ვეტოდასადები. ვეტოს დარტყმა ნამდვილად არ არის თოხის დარტყმა და ვეტო თოხი არ არის და როცა მოგეხალისება ადამიანს, იქ არ უნდა ურტყა, ეს ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ,”– განაცხადა საგანელიძემ.
დღეს, 30 ნოემბერს პარლამენტმა ფარულ მოსამენებთან დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონს კენჭი ხელახლა უყარა და პრეზიდენტის ვეტო 82 ხმით 13–ის წინააღმდეგ დაძლია.
