ახალი ამბები

ილია მეორე: თანასწორობა კი არა, დიდი პატივისცემა უნდა ჰქონდეს ცოლს

30 ნოემბერი, 2014 •
ილია მეორე: თანასწორობა კი არა, დიდი პატივისცემა უნდა ჰქონდეს ცოლს

“ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც მამაკაცი, ქმარი ძალადობს ცოლზე, ან ცოლი ძალადობს ქმარზე. ძალიან ხშირად გვესმის, რომ საჭიროა თანასწორობა ქმარსა და ცოლს შორის. არ შეიძლება ასე მსჯელობა. თანასწორობა კი არა, დიდი პატივისცემა უნდა ჰქონდეს ცოლს, უნდა სარგებლობდეს ამ პატივისცემით ქმრის წინაშე, და ეს ქალის ავტორიტეტი მუდამ მაღალი იყო საქართველოში და ეს უნდა შევინარჩუნოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქალმა, დედამ დაიკავოს თავისი მაღალი წოდება და მაღალი ადგილი”, – განაცხადა ილია მეორემ დღევანდელი ქადების დროს.

 

პატრიარქის თქმით, ეკლესია შეწუხებულია იმ ძალადობით, რომელიც ადამიანებს შორის, ოჯახებში ხდება.


“უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რით არის ეს ყველოაფერი გამოწვეული. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია ურწმუნოებით, შინაგანი პროცესით. როცა ჩვენ ვეუბნებით ჩვენს ახალგაზრდობას, რომ არ შეიძლება ბოროტმოქმდება, არ შეიძლებვა ძალადობა, ეს არა არის საკმარისი, უნდა ვიფიქროთ შინაგან, სულიერ სამყაროზე. ყურადღება უდნა მივაქციოთ ჩვენი შვილების სულიერ სამყაროს. ყველაფერს ვაძლევთ მათ, განათლებას, საჭმელს, ვასწავლით ენებს, ხელობას, ვამთავრებინებთ უმაღლეს სასაწავლებლებს და არ ვფიქრობთ, ვასწავლოთ ჭეშმარიტი სარწმუნეობა, რა არის კეთილი და რა არის ბოროტი, რა შედეგები მოაქვს სიკეთეს და რა ბოროტებას.”


მასალების გადაბეჭდვის წესი