ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსი” სადელიმიტაციო კომისიის საქმიანობის გამოძიებას ითხოვს

11 ივნისი, 2019 • 2558
“პატრიოტთა ალიანსი” სადელიმიტაციო კომისიის საქმიანობის გამოძიებას ითხოვს

“პატრიოტთა ალიანსი” პროკურატურას მიმართავს, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობაზე გამოძიება დაიწყოს.

განცხადება ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დავითგარეიას საკითხზე საუბრისას გააკეთა.

“უნდა გავაანალიზოთ ის შეცდომები, რაც სადემარკაციო კომისიამ მთელი ამ წლების განმავლობაში დაუშვა და ეს უბრალოდ შეცდომები არ არის. ჩადენილია დანაშაული. კომისიის მუშაობა მთელი წინა წლების განმავლობაში – რა რუკებით ხელმძღვანელობდნენ, რა პერიმეტრებს და როგორ ათანხმებდნენ, რა მოლაპარაკებები მიჰყავდა ხელისუფლებას აზერბაიჯანის მხარესთან  – ეს არის გამოსაძიებელი. მივმართავ პროკურატურას, დაიწყოს სადემარკაციო კომისიის საქმიანობის შემსწავლელი გამოძიება. თუ ეს გამოძიება არ დაიწყება, პარალელურად დავაყენებთ საკითხს, პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია”, – განაცხადა ინაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი