ახალი ამბები

მანჰეტენზე ვერტმფრენი ცათამბჯენს შეეჯახა – დაღუპულია პილოტი

10 ივნისი, 2019 • 1521
მანჰეტენზე ვერტმფრენი ცათამბჯენს შეეჯახა – დაღუპულია პილოტი

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, ვერტმფრენი ცათამბჯენს შეეჯახა. საერთაშორისო მედიის თანახმად, შემთხვევას პილოტის სიცოცხლე შეეწირა.

BBC-ის თანახმად, ვერტმფრენი შენობის ზედა ნაწილს დაეჯახა, რის შემდეგაც სახურავზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს. შენობაში მყოფთა ნაწილი მაშველებმა გამოიყვანეს.

“ზოგიერთმა ადამიანმა, რომელიც შიგნით იყო, თქვა, რომ იგრძნო, როგორ შეზანზარდა შენობა”, – აღნიშნა ნიუ-იორკის გუბერნატორმა მედიასთან საუბრისას. მისივე თქმით, პირველადი მონაცემებით, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და ინციდენტის ერთ-ერთ ვერსიად ვერტმფრენის ავარიული დაშვების მცდელობა განიხილება.

აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბორტზე მხოლოდ პილოტი იმყოფებოდა, რომელიც ავარიის შედეგად დაიღუპა.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც მაშველებს გაწეული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი