“პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას, ანუ ბესელია-სესიაშვილი- ფოფხაძის ვარიანტის გასვლას ჩვენ მხარს არ ვუჭერთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის მცდელობაში “რესპუბლიკელების” ხმები არ იქნება”,- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

 

მისივე თქმით, გაიზიარებენ თუ არა “რესპუბლიკელები” პრეზიდენტის შენიშვნებს, განხილვის შემდეგ გახდება ნათელი.

 

“ასე ჩანს, რომ პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარების ალბათობა პარლამენტში ძალიან მცირეა”.- ამბობს ბერძენიშვილი.

 

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს საკუთარი შენიშვნები უკვე წარუდგინა. პრეზიდენტის შენიშვნები რამდენიმე ძირითად პრინციპს ითვალისწინებს – შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი ერთ-ერთი დანაყოფი იქნება ის ორგანო, რომელიც უშუალოდ განახორციელებს ფარულ მიყურადებასა და მოსმენას, ხოლო ნებართვას უკვე ელექტრონული თანხმობის სახით გასცემს სასამართლო, რაც მისივე თქმით, ამ პროცესში აძლიერებს სასამართლოს როლს; აღნიშნულ პროცესზე კი ზედამხედველობას განახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. როგორც დავით პატარაიამ აღნიშნა, უნდა მოხდეს ფუნქციების დაყოფა, რათა უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის სწორი ევროპული ბალანსის დამკვიდრება.

საქართველოს პრეზიდენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონებს ვეტო დაადო. ვეტოს დასაძლევად 76 ხმაა საჭირო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *