“პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები რამდენიმე წუთის წინ აიტვირთა სპეციალური ელექტრონულ სისტემაში, შესაბამისად, პარლამენტისთვის პრეზიდენტის ვეტო ხელმისაწვდომია”, -ამბობს ის.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას განმარტებით, პრეზიდენტის შენიშვნები რამდენიმე ძირითად პრინციპს ითვალისწინებს – შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი ერთ-ერთი დანაყოფი იქნება ის ორგანო, რომელიც უშუალოდ განახორციელებს ფარულ მიყურადებასა და მოსმენას, ხოლო ნებართვას უკვე ელექტრონული თანხმობის სახით გასცემს სასამართლო, რაც მისივე თქმით, ამ პროცესში აძლიერებს სასამართლოს როლს; აღნიშნულ პროცესზე კი ზედამხედველობას განახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. როგორც დავით პატარაიამ აღნიშნა, უნდა მოხდეს ფუნქციების დაყოფა, რათა უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის სწორი ევროპული ბალანსის დამკვიდრება.
საქართველოს პრეზიდენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონებს ვეტო დაადო. ვეტოს დასაძლევად 76 ხმაა საჭირო.





