ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

29 ნოემბერი, 2014 • 1787
ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო უცხოეთში მცხოვრები ქართველების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც პირველადი მოქალაქეობის საკითხს ეხება.

“პრემიერ–მინისტრი ქართველი ემიგრანტების საკანონმდებლო ინიციატივით დაინტერესდა. მისი განცხადებით, შეიქმნება შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის აღნიშნულ საკითხს და კონსულტაციები გაგრძელდება სამუშაო ჯგუფის ფორმატში”, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი და ემიგრანტების ნაწილი ითხოვენ ცვლილებებს საქართველოს კანონმდებლობაში, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დროს საქართველოს მოქალაქემ აღარ დაკარგოს პირველადი მოქალაქეობა, თუ თავად არ გამოთქვამს ამის სურვილს.

 

ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, 29.11.2014
ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, 29.11.2014

 

მასალების გადაბეჭდვის წესი