სილქნეტი, ერიქსონთან პარტნიორობით, ჯეოსელის ქსელში ახალ 4,9G ტექნოლოგიას ნერგავს

სილქნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვან სამუშაოებს  აგრძელებს, აბონენტებისთვის საუკეთესო ხარისხის უსწრაფესი მობილური ინტერნეტის მიწოდების მიზნით. მობილური ქსელის გაუმჯობესებას, კომპანია თავის სტრატეგიულ პარტნიორთან  მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ გიგანტთან – ერიქსონთან ერთად განახორციელებს.

ამ პარტნიორობის ფარგლებში, კომპანიაში მნიშვნელოვანი სიახლეებია:

  • თბილისის ცენტრალურ ნაწილში, კომერციულად გაეშვა საქართველოში პირველი, ზემაღალი სიჩქარის, გიგაბიტ ელტეის ქსელი, (ეგრეთწოდებული 4.9G). გიგაბიტ ელტეი – Gigabit LTE (4.9G) ტექნოლოგიის მეშვეობით აბონენტები 7-ჯერ უფრო სწრაფი, 1000 მბ/წმ-მდე სიჩქარის მობილური ინტერნეტით ისარგებლებენ.
  • მომდევნო და მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი ერიქსონთან გაფორმებული ხელშეკრულებაა, რომლის ფარგლებშიც ფართომასშტაბიანი სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც რამდენიმე ასეულ მიკრო და ასევე ახალი საბაზო სადგურების მშენებლობას ითვალისწინებს. ამ სამუშაოების შედეგად, ჯეოსელის აბონენტები საუკეთესო ხარისხის 4.5G მობილურ ინტერნეტ მომსახურებას მთელს საქართველოში მიიღებენ.

სილქნეტის გენერალური დირექტორი, დავით მამულაიშვილი:

„ჩვენი მიზანია, ყოველთვის პირველებმა მივაწოდოთ მომხმარებელს უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის მომსახურება და ვიყოთ ლიდერები საქართველოს ბაზარზე. ერიქსონთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, ასობით მიკრო სადგურების დამატებასა და  ახალი საბაზო სადგურების მშენებლობაზე, ქვეყნის მასშტაბით. ამის შედეგად ჩვენ, პრაქტიკულად, დავფარავთ მთელ საქართველოს და მომხმარებელს შევთავაზებთ საუკეთესო ხარისხის, 4.5G ინტერნეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ერიქსონთან გაფორმებული შეთახმების მიხედვით, სამუშაოები დასრულდება ამ წლის შემოდგომაზე.

შემიძლია განვაცხადო, რომ ამით, ფაქტიურად, დავასრულებთ ჯეოსელის შერწყმის გრძელ და საპასუხისმგებლო პროცესს და ჩვენ მთელს საქართველოში  მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის მობილურ ინტერნეტს შევთავაზებთ. თბილისის ცენტრალურ უბნებში კი, მომხმარებელს უკვე ვაწვდით გიგაბიტ ელტეი – 4.9G ქსელს, რაც წინა ტექნოლოგიებთან შედარებით 7-ჯერ უფრო სწრაფია და მობილური ინტერნეტის სიჩქარე 1000 მბ/წმ-მდე აღწევს. სამომავლოდ, ვგეგმავთ, რომ ამ ტექნოლოგიით მომსახურება ჩვენ აბონენტებს მთელ თბილისში და ასევე, საქართველოს ზოგიერთ დიდ ქალაქშიც მივაწოდოთ“

სილქნეტი პირველი კომპანიაა, როგორც სქართველოში ასევე მთელ რეგიონში, რომელიც ამ უახლეს 4,9G (Gigabit LTE) ტექნოლოგიას ნერგავს და თავის აბონენტებს ყველაზე სწრაფ მობილურ ინტერნეტ მომსახურებას თავაზობს.

იაროსლავ ნათსაკი, ერიქსონის უკრაინის, საქართველოსა და სომხეთის რეგიონის გენერალური მენეჯერი:

„მოხარულები ვართ, რომ სილქნეტმა, ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოში პირველმა, განახორციელა გიგაბიტ ელტეი (Gigabit LTE) ქსელის კომერციულად გაშვება. ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი და სილქნეტის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია, რომლის მიზანი მსოფლიო დონის ქსელის უზრუნველყოფაა. მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დასანერგად, ოპერატორებს დიდი გზის გავლა უწევთ.

გიგაბიტ ელტეი (Gigabit LTE) კი ერთ-ერთი საშუალებაა იმისათვის, რომ სამომავლოდ ეს ტექნოლოგიური მიღწევაც დაინერგოს, რათა ოპერატორებმა თავიანთ მომხმარებელს საუკეთესო მომსახურება შესთავაზონ. ამასთანავე, ჩვენ შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, დავიწყებთ შემდგომ, მასიურ სამუშაოებს სილქნეტის მობილურ ქსელში, რის შედეგადაც  სილქნეტი თავის მობილურ აბონენტებს საუკეთესო ხარისხის, ყველაზე სწრაფი ოთხნახევარი თაობის ინტერნეტით უზრუნველყოფს.“

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი