აკაკი გოგიჩაიშვილმა გიორგი ჩოგოვაძეს უთხრა, რომ მისი ოპონენტების თქმით, ჩოგოვაძემ საქართველოს ტურისტული პოტენციალის არცოდნა გამოავლინა გასაუბრების დროს, თუმცა ამის მიუხედავად, ის მაინც დაინიშნა ამ პოსტზე, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში ვაკანტური იყო. ჩოგოვაძის ამ ინფორმაციის გასაქარწყლებლად და იმის დასადასტურებლად, თუ რა ცოდნა აქვს მას საქართველოს ტურისტული პოტენციალისა, “ბიზნესკურიერმა” ვიქტორინაში მონაწილეობა შეთავაზა და ასეთი შეკითხვა დაუსვა:

 

“რომელია დედოფლისწყაროს ტურისტული დანიშნულება? – სავარუდო პასუხები: ა) მინერალური წყალი ზანავი; ბ) ბალნეოლოგიური კურორტი არხილოსკალო; გ) ახტალის ტალახის აბაზანები; დ) უჯარმის ისტორიული ციხე?”

გიორგი ჩოგოვაძემ ამის საპასუხოდ განაცხადა: “თქვენ, ალბათ, უკვე საახალწლო განწყობა გაქვთ. ეს არის საქმიანი გადაცემა. ხალხს, ვინც თქვენი მაყურებელია, ჭირდება ხედვები”. ამის საპასუხოდ აკაკი გოგიჩაიშვილმა ჩოგოვაძეს უთხრა: “თუ არ იცნობთ ტურისტულ პოტენციალს, შანსი იმისა, რომ წარმატებით გაუძღვებით, არის დაბალი.”

 

“თქვენ აკეთებ იმ პროცესის დისკრედიტაციას, რომლის გაკეთებასაც ვაპირებ. მე ამ თამაშის წესებს ვერ მივიღებ”, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ და ითხოვა ტრიბუნა მისი ხედვების გაცნობისთვის, რისი საშუალებაც მას გადაცემის წამყვანმა აღარ მისცა და დაემშვიდობა.

 

ჩოგოვაძემ განაცხადა, რომ მას კვალიფიკაციის პრობლემა არ აქვს და აქვს პროექტები, თუ როგორ გახდეს თბილისი და საქართველოს რეგიონის ტურისტული ცენტრი, როგორ მოახდინოს საქართველომ უცხროულ ტურისტულ ბაზარზე პოზიციონირება, ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა თბილისში და ა.შ. თუმცა ამ პროექტებზე მას გადაცემაში აღარ უსაუბრია, რადგან ვიქტორინაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *