მუბარაქს, რომელიც 30 წლის განმავლობაში მართავდა ეგვიპტეს, 2011 წელს ბრალი წაუყენეს მის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეების მკვლელობის ორგანიზებისთვის.
აგვიპტეში მუბარაქის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები 2011 წლის იანვარში დაიწყო, რასაც მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენება და სისხლისღვრა. 2011 წლის თებერვალში მუბარაქი ხელისუფლება დაემხო და მას სხვადასხვა სახის ბრალდებები წაუყენეს. 86 წლის მუბარაქი წარდგენილ ბრალდებებში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და მისი გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ ზემდგომ ინსტანციაში. გარდა ამისა, სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილების მიუხედავად, მუბარაქი ისევ ციხეში დარჩება, რადგან მიმდინარე წლის მაისში მას სხვა ბრალდების გამო სასამართლოს მიერ სამწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი დიდი ოდენობით თანხის (18 მილიონი აშშ დოლარის) მითვისების საქმეზე.
