“გარკვეული სიტუაციების გამო ვალდებული ვარ გავაკეთო საგანგებო განცხადება. პრეზიდენტმა პარლამენტს კანონის მისაღებად ვადა დაუთქვა პირველ დეკემბრამდე, პარლამენტმა შეასრულა თავისი ვალდებულება. დღეს, 28 ნოემბერს ჩვენ ეს კანონი მივიღეთ. კანონი ხელმოწერილია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ და უკვე გადაგზავნილია პრეზიდენტთან. მინდა პრეზიდენტს შევახსენო და მივმართო, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს მან გადაწყვეტილბა და ხელი მოაწერს ამ კანბნონპროექტს, ვინაიდან პირველი დეკემბრიდან ყველა ის საქმიანობა, რომელიც სამართალდამცავ სტრუქტურებს ამ სფეროში გააჩნიათ, იქნება სამართლებრივი რეგულაციების გარშე, შეიქმნება გარკვეული ვაკუუმი ამ სფეროში, რაც მნიშვნელოვან პრობლემებთანაა დააკავშირებული ეროვნული უსაფრთოების საკითხებში.

 

თუ პირველი დეკმებრის მერე მოეწერა ხელი, რამდენი დღეც გადასცილდება, ეს დღეეები იქნება საკმაოდ პრობლემატური. არსებობს კონკრეტული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შეიძლება ბატონ პრეზიდენტს ჰქონდეს მიღებული გადაწყვეტილება ვეტოს დადებასთან დაკავშირბეით, ეს, რა თქმა უნდა მისი გადასაწყვეტია, მაგრამ აქვე მინდა ვთხოვო, თუ აპირებს ვეტოს დადებას, პარლამნეტს, მის უმრავლესობას მკაცრად, მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი, რომ დაიცვას თავისი პოზიცია, შესაბამისად, აღნიშნულ ვეტოს ჩვენ დავძლევთ.

 

ვინაიდან არსებობს სამარლებრვი პროცესები ამ დოკუმენტის წასვლა და წამოსვლაზე პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის, რაზეც მნიშვნელოვანი დრო დაიკარგება, თუ ის აპირებს ვეტოს დადებას, ეს ვეტო დაადოს დღეს, რომ ჩვენ ხვალვე გვქონდეს საშუალება ამ ვეტოს დაძლევის. შემდეგი კვირა არ არის სასესიო კვირა, პარლამენტარები მიემგზავრებიან სხვადასხვა დელეგაციებში უცხოეთში, ძალიან მნიშვნელოვან ფორუმებზე. შესაბამისად, პარლამენტი მხოლოდ 10 დღის შემდეგ შეიკრიბება, რაც გამოიოწვევს მინშვნელოვან ვაკუუმს სამართალდამცავების მუშოაბაში. ამიტომ კიდევ ერთელ ვთხოვ, მან მიიღოს გადაწყვეტილება სწრაფად”, – განაცხადა საგანელძემ.

 

კანონის პროექტს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის მესამე მოსმენა დღეს გაიმართა, მხარი 73–მა პარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 30 იყო.

 

კანონპროექტი ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის სახელითაა ცნობილი, რადგან იმავე საკითხზე სხვა კანონპროექტი ვახტანგ ხმალაძემ შეიტანა, რომელიც პირველ მოსმენაზე ჩააგდეს.  ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროქტს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა სამინისტრო მიესალმება, მხარს არ უჭერენ საპარლამნეტო ოპოზიცია და არასამთავრობოები.

 

ხმალაძის განცხადებით, მისი კანონპროექტი გულისხმობდა იმას, რომ შავი ყუთი განთავსდეს კომუნიკაციების კომისიაში, რომელიც პროკურორის დადგენილებითა და მოსამართლის განჩინებით პოლიციას ფარული მიყურადების შესაძლებლობას მისცემს.

 

ფოფხაძის თქმით, მათი კანონპროექტი კი გულისმხობს იმას, რომ შავ ყუთზე პირდაპირი წვდომა უნარჩუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა უწყება ფარული მიყურადების განხორციელებას ვერ დაიწყებს, თუ სისტემაში მეორე სუბიექტის, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ელექტრონული ბრძანებაც არ აისახება. ანუ, იმისათვის, რომ ფარული მიყურადება განხორციელდეს, ორმა სუბიექტმა, შსს-მ და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა ერთად უნდა განახორციელონ ავტორიზაცია.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *