კახაძის თქმით, არ იცნობს მონაცემებს, რომელთა საფუძველზეც “ოცნებაში” გამარჯვებას ულოცავენ

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატი ლადო კახაძე აცხადებს, რომ არ იცნობს არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომელთა საფუძველზეც პარტიის წევრებმა მას გამარჯვება მიულოცეს.

“მე ჯერ არ ვარ გაცნობილი წინასწარ მონაცემებს, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, წინასწარი მონაცემები არის საიმედო ჩემთვის და კარგი მონაცემებია. მაგრამ მე არ ვფლობ ამ ინფორმაციას, ამიტომ ჩემი ინფორმაცია არ იქნება სწორი”, – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

მანამდე, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ, განაცხადა, რომ მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტურში ლადო კახაძემ გაიმარჯვა, “დიდი უპირატესობით”. კალაძემ ეს განცხადება 20:00 საათზე გააკეთა, როდესაც საარჩევნო უბნები დაიხურა და კანდიდატს გამარჯვება მიულოცა.

მისივე თქმით, ეს ინფორმაცია “წინასწარ მონაცემებს” ეყრდნობა, თუმცა საბოლოო შედეგებს უნდა დაველოდოთ. მას პროცენტები არ დაუსახელებია. კახაძეს არჩევნებში გამარჯვება დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემაც მიულოცა.

ამავე თემაზე

კახაძის თქმით, არ იცნობს მონაცემებს, რომელთა საფუძველზეც “ოცნებაში” გამარჯვებას ულოცავენ

კალაძემ ლადო კახაძეს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან