ახალი ამბები

წვიმა და სეტყვა გორში – დაიტბორა სახლები და ეზოები

9 ივნისი, 2019 •
წვიმა და სეტყვა გორში – დაიტბორა სახლები და ეზოები

ქალაქ გორსა და მიმდებარე სოფლებში მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 20 შეტყობინება შევიდა.

როგორც “ნეტგაზეთს” უწყებაში განუცხადეს, გამოძახებები, ძირითადად, ეზოებისა და კერძო სახლების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა. პრესსამსახურის თანახმად, ობიექტებზე მაშველებმა წყალი ამოტუმბეს, დაშავებული კი არავინაა.

Qartli.ge-ს ცნობით, უხვი ნალექის გამო გორში ელექტროენერგია 1 საათით გაითიშა.

უცნობია, რა სახის ზარალი მიადგა ადგილობრივთა მოსავალს წვიმისა და სეტყვის შემდეგ. “ნეტგაზეთი” სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც ზუსტი მონაცემები, ამ ეტაპზე, არ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი