09.00– მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
10:00 – სასტუმრო „რედისონში“ გაიხსნება ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია – „პრობაციის ეროვნული სააგენტო: რეალობა და გამოწვევები“.
11:00- „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებითვის“ ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565
11:00 – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციების გაერთიანებული სხდომა გაიმართება, რომელზეც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს პაატა ჯაჭვლიანს მოუსმენენ. თემა: თბილისის მთავრობის ხედვა დედაქალაქის ქუჩებში არსებული საცობების აღმოსაფხვრელად. მის.ლერმონტოვის#10
11:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში „დელტაკომის“ წარმომადგენლები ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.
11:00 – პროექტი დირსის მშენებლობის პირველი ეტაპი დასასრულთან დაკავშირებით, კომპანია „ეი ეს გრუპ ინვესტმენტის“ ხელმძღვანელობა სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში ბრიფინგს გამართავს.
11.30- „ახალი მემერჯვენეების“ ხელმძღვანელი ფიქრია ჩიხრაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბრალის დადგენილება სანდრო გირგვლიანის საქმეზე. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში “სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძე პრეზიდენტის ინიციტივას გამოეხმაურება და აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს
11:30 – “პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღავნელი არჩილ კაიკაციშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე, ექსპრეზიდენტის განკარგულებების გაუქმებით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, სამართლიანობის აღდგენა დაიწყოს. მისამართი: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
12:00 საათზე, საქართველოს ბანკის სათაო ოფისში, გაგარინის 29ა (შესასვლელი სანაპიროს მხრიდან), გაიმართება, ფონდი „სიცოცხლის ხის“ მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია, საქართველოში პირველად, ჟესტური ონლაინლექსიკონის შექმნის შესახებ.
12:00 – “პირველ პრესკლუბში” თბილსის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00- თბილისის საკრებულოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი პორტალ “კვირას” პრესკლუბში, სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
14:00 –სასტუმრო თბილისი მერიოტში (შ. რუსთაველის გამზირი #13) (დარბაზი “სანადიმო”) ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი „დოქტრინა“ გამართავს ფორუმს „ქართული თხილი მსოფლიო ბაზარზე – გამოწვევები და საფრთხეები”.
17:00– სახალხო დამცველი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად გამართავს მორიგ საჯარო დებატებს თემაზე: ეროვნული უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში. თბილისი, გუდიაშვილის ქუჩა #7
19.00 – მწერალთა სახლში თემურ ჩხეიძის საჯარო ლექცია ჩატარდება. თბილისი, მაჩაბლის 13.





