ახალი ამბები

GDS -ზე საინფორმაციო გამოშვებების დეკემბრიდან გასვლის საკითხი გადაიდო

27 ნოემბერი, 2014 •
GDS -ზე საინფორმაციო გამოშვებების დეკემბრიდან გასვლის საკითხი გადაიდო

ტელეკომპანიას ამჟამად სპეციალიზებული – „გასართობი“ ლიცენზიები აქვს, რაც GDS-ს მხოლოდ გასართობი-შემეცნებითი გადაცემების მომზადების საშუალებას აძლევს. იმისათვის, რომ ტელეკომპანიამ საზოგადობრივ-პოლიტიკური თემების გაშუქება შეძლოს, ლიცენზიის მოდიფიცირება სჭირდება.  

 

 „ჯი-დი-ეს თი-ვის“ განცხადების საფუძველზე კომპანიის კუთვნილი სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 24 ოქტომბერს დაიწყო.

 

“კომპანიამ საკითხის არსებითი განხილვის სხდომამდე კომისიაში ახალი  წერილობითი განმარტება წარმოადგინა, სადაც ნათქვამია, რომ ტექნიკური მიზეზების გამო კომპანია 2015 წლის თებერვლამდე ვერ უზრუნველყოფს საერთო მაუწყებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პროგრამების სრულყოფილად მომზადებას, რის გამოც მოითხოვა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება. კომისიამ დააკმაყოფილა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ განცხადება და კომპანიის კუთვნილი სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შეაჩერა იმ დრომდე, ვიდრე კომპანია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების განახლების თაობაზე ხელახალ წერილობით განცხადებას არ წარმოადგენს კომისიაში,”- წერია კომისიის დღევანდელ განცხადებაში. 


ბერა ივანიშვილის ტელეკომპანია “ჯი-დი-ესი” დეკემბრიდან საინფორმაციო გამოშვების გაკეთებას გეგმავდა, რომელიც, სავარაუდოდ, დღეში ერთხელ 20-წუთიანი ქრონომეტრაჟით უნდა გასულიყო.


“ტელეპროექტი 2030 გვექნება, ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემა იქნება GDS-ზე. ალბათ ყოველდღიური, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იქნება რაღაც დროით ეს ანალიტიკური გადაცემა. სადაც სამი ანალიტიკოსი და კიდევ ჩვენი ჯგუფიდან, საზოგადეობა 2030-დან მოწვეული, ასევ გარედან, საინტერესო პიროვნებებთან ერთად მოხდება ანალიზი საინტერესო მოვლენების”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში 8 ნოემბერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი