ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაპირისპირება არ ჰქონია, მეტიც, ყოველთვის დასვამს კითხვას, რატომ მოკვდა თემირლან მაჩალიკაშვილი.
ტელეკომპანია “პირველის” ეთერში სარალიძემ ასევე თქვა, რომ უფრო დეტალურად მაჩალიკაშვილთან ურთიერთობაზე რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრებს.
“კარვები რუსთაველზე არასდროს ყოფილა გაყოფილი და არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ის ზაზა სარალიძის კარავია და ის მალხაზ მაჩალიკაშვილის… მალხაზ მაჩალიკაშვილზე ახლა კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ, რადგან მასზე ძალიან ბევრი მაქვს სალაპარაკო. ერთი წამით არ უნდა იფიქროს მან, რომ მე მის მიმართ ყურადღება მოვადუნე. ყველგან ვსვამ კითხვას, რა ხდება მაჩალიკაშვილის საქმეზე. ჩვენ შორის არავითარი წყენა და დაპირისპირება არ ყოფილა და ერთმანეთი არასდროს მიგვიტოვებია. ჩემთვის მნიშვნელოვანია ჭეშმარიტება, რატომ მოკვდა თემირლან მაჩალიკაშვილი. ხელისუფლება ვალდებულია ეს თქვას, რადგან ამ კითხავზე პასუხი ყველას გვაინტერესებს”,-აცხადებს სარალიძე.
9 მაისს “პალიტრანიუსის” ეთერში მალხაზ მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ რამდენიმე თვეა ზაზა სარალიძე პარლემენტის შენობის წინ, სადაც კარვებია გაშლილი, აღარ მისულა, თუმცა სარალიძესთან დაპირისპირება მანაც უარყო.