ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა 58-ის წინააღმდეგ, ხოლო ხმალაძის კანონპროექტს მხოლოდ 61-მა დეპუტატმა, მაშინ, როდესაც კენჭისყრაში 135 პარლამენტარი მონაწილეობდა.
კენჭისყრისას რეგისტრაცია არ გაიარა 15-მა დეპუტატმა. იმ შემთხვევაში, თუ ისინი კენჭისყრაში მონაიწლეობას მიიღებდნენ და ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილი პროექტს მხარს არ დაუჭერდნენ, კანონპროექტი ვერ გავიდოდა, რადგან უმრავლესობას 76 ხმა დასჭირდებოდა.
თუ რას ითვალისწინებს ეს ორი ურთიერთსაპირისპირო საკანონმდებლო ინიციატივა და რა შენიშვნები არსებობს ამ საკითხებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.