ახალი ამბები

IDFI: მკვლელობების სტატისტიკა საქართველოში

27 ნოემბერი, 2014 • • 1870
IDFI: მკვლელობების სტატისტიკა საქართველოში

აღნიშნული მონაცემებით ირკვევა, რომ მკვლელობის შემთხვევების მაჩვენებელმა ყველაზე მაღალ ნიშნულს 2007 წელს მიაღწია. 


 

 

“სამწუხაროდ, შეუძლებელია მოცემული ტენდენციის უტყუარი შეფასება 2013–2014 წლებისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ მოცემული წლების პირველი 10 თვის მდგომარეობით, თუმცა აღნიშნული მონაცემებით შესაძლებელია გარკვეული დასკვნების გამოტანა ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული მკვლელობების შესახებ. მაგალითად, 2013 წლის 10 თვის განმავლობაში დაფიქსირებულია დაახლოებით იმავე ოდენობის მკვლელობის შემთხვევა, რაც 2012 წლის განმავლობაში სრულად. აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ 2013 წელს 2012 წელთან შედარებით მკვლელობების რიცხვი გაიზრდებოდა. განსხვავებული მდგომარეობაა 2014 წლის შემთხვევაში, როდესაც 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2014 წელს დაფიქსირებული მკვლელობების რაოდენობა შემცირებულია 20 ერთეულით,”- წერია IDFI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ორგანიზაციაში ასევე განმარტავენ, რომ დარეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, შეფასდეს დანაშაულის გახსნის ტენდენცია მოცემული წლებისთვის.

 

“კერძოდ, როგორც ამას მოწოდებული ინფორმაცია ცხადყოფს, მკვლელობის შემთხვევათა გახსნის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლები 2013 და 2014 წლების საწყისი 10 თვის განმავლობაში ფიქსირდება.”


მასალების გადაბეჭდვის წესი