ახალი ამბები

პრემიერი: ჩვენი პოლიციელები ნამდვილად იმსახურებენ მაღალი დონის მანქანებს

27 ნოემბერი, 2014 •
პრემიერი: ჩვენი პოლიციელები ნამდვილად იმსახურებენ მაღალი დონის მანქანებს

საპატრულო პოლიციის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

“მინდა მივულოცო შსს-ს თანამშრომლებს დღევანდელი დღე, რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ შთამბეჭდავი რეფორმები განხორციელდა და შთამბეჭდავი მიღწევები გვაქვს 2 წლის განმავლობაში. ეს ახალი მანქანები ძალიან კარგი და შთამბეჭდავია. ეს არის უსაფრთხო პოლიციელებისთვის, ვინაიდან, საუბედუროდ, ყოფილა ავტოავარიის შემთხვევები, როდესაც პოლიციელები დაიღუპნენ. ეს მანქანები არის სპეციალურად პოლიციელებზე მორგებული. ჩვენი პოლიციელები ნამდვილად იმსახურებენ ახალი, მაღალი დონის მანქანებს და დარმწუნებული ვარ, კიდევ უფრო ეფექტურად შეასრულებენ საკუთარ მოვალეობას. მეამაყება, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ძლიერი შსს. ჩემი ინტერესია, რომ კიდევ უფრო ძლიერი გავხადო პოლიცია, სპეცსამსახურები. ეს ჩვენი ქვეყნის სიძლიერის საწინადარია,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

შსს-ს ცნობით, ახალი ავტომანქანები არის იმის წინაპირობა, რომ საპატრულო პოლიციამ კიდევ უფრო სრულყოფილად დაიცვას მოქალაქეების უსაფრთხოება და ინტერესები.


შსს-ს წარმომადგენლეთა განცხადებითვე, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 30%-ით გაიზრდა პატრულირების სამოქმედო არეალი.


შსს-ს ცნობით, 2013 წლამდე თბილისს ემსახურებოდა 65 საპატრულო ეკიპაჟი. დღეის მდგომარეობით კი, ოფიციალური მონაცემებითვე, თბილისს 130 საპატრულო ეკიპაჟი ემსახურება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი