ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში გამოკითხულთა 9%-ს სურს, ბავშვი გოგო იყოს, ხოლო ბავშვის სქესი სულერთია გამოკითხულთა 65%-სთვის.
იმ ადამიანებიდან რომლებიც ბიჭის ყოლას ამჯობინებენ, 34%-ია კაცი, ქალი კი -19%. ხოლო იმ ადამიანთა შორის, ვისაც ურჩევნია ბავშვი გოგო იყოს, 5%-ია კაცი და 12% ქალი. გამოკითხული კაცების 61%-სა და ქალების 68%-სთვის ბავშვის სქესი სულერთია.
კვლევა NDI-ს დაკვეთით CRRC-ს მიერ ჩატარდა. NDI-ს განცხადებით, კვლების მიზანი იყო საზოგადოებრივი აზრის გამოვლენა ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, დაბრკოლებები ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდისთვის, გენდერული როლები და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მექანიზმები.
კვლევა 2014 წლის 10–30 ოქტომბერს ჩატარდა და 3,885 ადამიანი გამოიკითხა. NDI-ს ცნობით, კვლევა ჩატარდა კლასტერული და სტრატიფიცირებული შერჩევის მეთოდებით.
