“რუსეთთან პოლიტიკის გაყოფამ გაამართლა, სადაც ვერ ვთანხმდებით, იქ ერთი პოლიტიკა გვაქვს რუსეთთან და სადაც ვთანხმდებით, იქ მეორე პოლიტიკა გვაქვს. ჟენევაში ვლაპარაკობთ კონფლიქტებზე, კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე ვლაპარაკობთ სხვა ურთიერთობებზე. გაამართლა იმან, რომ ჩვენ კახეთი, სამეგრელო და სხვა რეგიონები აფხაზეთის მძევლად არ ვაქციეთ. აფხაზეთი ნომერი პირველი პრობლემა და ტკივილია ჩვენი, ნომერი მეორეც იყოს და ნომერი მეხუთეც, მაგრამ ნომერი მეექვსე კახეთის ღვინო არ უნდა ვაქციოთ ჩვენ აფხაზეთის მძევლად. ჩვენ ეს წარმატებით მოვახერხეთ და უკან დახევას არ ვაპირებთ”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას.