“ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთადერთი, რაც თბილისში აშენდა, ეს არის ჩემი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა. თბილისი გაჭედილია საცობებში. ერთ დღეში შეიძლება გადაწყდეს ეს პრობლემა და საერთოდ არ იყოს საცობები. 200 მილიონი დავხარჯეთ შემოვლით გზაზე. როგორც თავის დროზე სანაპიროს გაჭრით განიტვირთა ცენტრი, ახლა, როგორც კი შემოვლითი გზა გაიხსნება, რომელიც ბევრად უფრო დიდი გამტარიანობისაა, ვიდრე ორივე სანაპირო, მთელი მოძრაობა, რაც გარეუბნებიდან შემოდის ამ გზაზე გადავა და თბილისში არც ერთი საცობი არ იქნება. რატომ არ იხსნება ეს გზა, რომელიც უკვე გამზადებულია, 12 ხიდი აშენდა, რამდენიმე გვირაბი აშენდა. ივანიშვილმა ჩვენს ჯინაზე, პირადი ბოღმის გამო თავიდან ბოლომდე დაბლოკა ეს პროექტი. იქ სამი კვირის სამუშაოღაა დარჩენილი იმისათვის, რომ გაიხსნას და თბილისი დარჩეს საცობების გარეშე”, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილი საუბრობს შემოვლითი რკინიგზის შეჩერებულ პროექტზე, რომელიც სარკინიგზო ხაზის პარალელურად საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობასც ითვალისწინებდა.





