ახალი ამბები

სააკაშვილი:ნიკა გილაური უკრაინის ბიზნესომბუდსმენის პოსტზე საქართველოს მთავრობამ დაბლოკა

25 ნოემბერი, 2014 •
სააკაშვილი:ნიკა გილაური უკრაინის ბიზნესომბუდსმენის პოსტზე საქართველოს მთავრობამ დაბლოკა

“ნიკა გილაურს უკრაინის ბიზნესომბუდსმენად ნიშნავდნენ. ევრობანკის პროექტი იყო და საქართველოს მთავრობამ გაგზავნა ნოტა და უთხრა, თუ გილაურს უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშნავთ, საქართველოს მთავრობა ევროპულ ბანკთან თანამშრომლობას შეწყვეტსო”, – განაცხადა სააკაშვილმა.


მისივე თქმით, უკრაინის მთავრობა კახა ბენდუქიძის ეკონომიკის მინისტრად ან ვიცე-პრემიერად დანიშვნასაც აპირებდა.


უკრაინის ბიზნესომბუდსმენად შესაძლო დანიშვნის საკითხს თვითონ გილაური ფეისბუკით ჯერ კიდევ 4 ნოემბერს გამოეხმაურა. თუმცა მან ამ პოსტზე დანიშვნის სულ სხვა მიზეზი დაასახელა:


“მინდა გამოვეხმაურო მედიაში გავცელებულ ინფორმაციას ჩემ უკრაინის ბიზნესომბუდსმენად დანიშვნის თაობაზე (და ამავდროულად პასუხი გავცე იმ ჟურნალისტებს რომლების ბოლო დღეებია მირეკავენ კომენტარის მისაცემად). 

მართლა მქონდა შემოთავაზება EBRD-ის (ევროპის რეკორნსტრუქციის და განვითარების ბანკის) პრეზიდენტისგან, რადგან სწორედ ეს ორგანიზაციაა უკრაინის ახლადშექმნილი ბიზნესომბუცმენის ოფისის საბჭოს ერთ-ერთი წევრი (და იდეის ავტორიც). კიევშიც ვიყავი ჩასული, შევხვდი საბჭოს ყველა წევრს (მთავრობის და კერძო სექტორის წარმომადგენლებს) და საბჭოსგანაც ერთსულოვანი შემოთავაზება მივიღე. თუმცა ბოლოს უარის თქმა მომიწია იმის გამო, რომ როგორც გაირკვა ეს პოზიცია იურიდიულ წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩემ სხვა მოქმედ ხელშეკრულებებთან. ასე რომ გავრცელებული ინფორმაციის ნაწილი მართალია – იყო ამის შესახებ შემოთავაზება, თუმცა ჩემი და ჩემი კომპანიის სხვა არსებულ კონტრაქტებთან იურიდიულ კონფლიქტში მოსვლის გამო ეს საკმაოდ საინტერესო გამოწვევა ვერ მივიღე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც ასეთი ნდობა გამომიცხადა, განსაკუთრებით EBRD-ის პრეზედენტს ბატონ ჩაკრაბარტის და უკრაინის რეგიონალრ დირექტორს ბატონ აჯუნერს, უკრაინის ომბუცმენის ოფისის საბჭოს წევრებს და უკრაინის მთავრობის წევრებს. 

ასევე მადლობა ყველას ვისაც ჩემ შესახებ გაგონილი კარგი ამბავი გაეხარდა”, – წერდა გილაური 4 ნოემბერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი