ახალი ამბები

ნუნუ თამაზაშვილი: თითოეული მოქალაქის აქტიურობა მნიშვნელოვანია ქალთა ჩაგვრის დასაძლევად

25 ნოემბერი, 2014 •
ნუნუ თამაზაშვილი: თითოეული მოქალაქის აქტიურობა მნიშვნელოვანია ქალთა ჩაგვრის დასაძლევად

“მინდა შევუერთდე ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორის კამპანიას. გენდერული ნიშნით ძალადობა სერიოზული პრობლემაა მთელ მსოფლიოში, რაც ძალიან აზიანებს არა მხოლოდ ქალებს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამიტომ 25 ნოემბერი მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ამ პრობლემის წინააღმდეგ ყველანი გავერთიანდეთ. თითოეული მოქალაქის აქტიურობა მნიშვნელოვანია ქალთა ჩაგვრის დასაძლევად, რათა ჩვენ და ჩვენმა შვილებმა მშვიდ გარემოში და თავისუფალ საზოგადოებაში ვიცხოვროთ”,- წერს თამაზაშვილი “ფესიბუქის” პირად გვერდზე.

 

 

ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მოძრაობას გუშინ, 24 ნოემბერს შეუაერთდა პირველი ლედი მაკა ჩიჩუა. გავრცელებულ ვიდეოში მაკა ჩიჩუა ამბობს:

 

“თითოეული ჩვენგანი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე აწყედება ძალადობის სხვადასვა ფორმას, დიდი ნაწილი მისი მსხვერპლიც ხდება. ეს იწვევს დაუცველობის, განწირულობის შეგრძნებას და, რაც ყველაზე ცუდია, ხანდახან მსხვერპლი თავადაც ხდება მოძალადე. ამიტომაც ვფიქრობ, ძალადობის ცალკეული ფორმის დაგმობა ძალიან ცოტაა იმ დიდი პრობლემის გადაჭრისთვის, რომლის წინაშეც დღეს დავდექით. ეს მოჯადოებული წრე რომ გავარღვიოთ, უნდა გავერთიანდეთ და ერთად შევაჩეროთ აგრესიის ნებისმიერი გამოვლენა, იქნება ეს ქალების, ბავშვების, ცხოველების თუ ბუნების მიმართ. ყველამ გავაცნობიეროთ საკუთარი პასუხისმგებლობა. ცვლილებები სწორედ ერთი ადამიანიგან იწყება, თითოეული ჩვენგანისგან”.

 

 

25 ნოემბერს მსოფლიო  ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამავე დღეს  16-დღიანი საერთაშორისო კამპანია იწყება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომლის მიზანიც საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებაა.

 

საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, პარლამენტის თბილისის შენობის წინ ქალის მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია ჩატარდა, ანალოგიური აქცია დღეს ერთდროულად საქართველოს 23 ქალაქში გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი