სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო 2014 წლის იანვარში შეიქმნა, რომელიც პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოა და მას ექვემდებარება, განსხვავებით უშიშროების საბჭოსგან, რომელის პრეზიდენტის საკონსულტაციო ორგანოა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო შექმნილია სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ქვეყნის სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე; აგრეთვე, სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში და ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის მიზნით უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად.
აღნიშნული საბჭოს ხელმძვანელის პოზიცია ვაკანტურია მას შემდეგ, რაც მინდია ჯანელიძე პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე გადაიყვანა.