ახალი ამბები

რა კატეგორიის ავტომანქანები დახარვეზდა ინსპექტირების დროს?

6 ივნისი, 2019 • 1698
რა კატეგორიის ავტომანქანები დახარვეზდა ინსპექტირების დროს?

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინტიტუტის ცნობით, პირველადი ტექნიკური ინსპექტირება სულ  232 470  ავტოსატრანსპორტო საშუალებას ჩაუტარდა, რომელთაგანაც მოთხოვნები 117 640 -მა დააკმაყოფილა, 114 830 კი დახარვეზდა.

IDFI შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა და ეს მონაცემები ასახავს 2018 წლის და 2019 წლის იანვარ-თებერვლის სტატისტიკას.

ორგანიზაციის ცნობით, განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარდა სულ 80 999 ავტოსატრანსპორტო საშუალებას, აქედან:

[checklist]

  • გაიარა, ჯამში, 76 669-მა

[/checklist]

[crosslist]

  • დახარვეზდა, ჯამში, 4 330.

[/crosslist]

ორგანიზაციის ცნობით, ყველაზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარდა M1 კატეგორიის ავტომობილია. ეს კატეგორია კი ასეა განმარტებული: არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილისა და არანაკლებ 4 თვლის მქონე მგზავრთა გადასაყვანი.

ორგანიზაციის ცნობით, ჯამში, ორივე წელს ჩატარებული პირველადი ინსპექტრიებისას ავტოსატრანსპორტო საშუალებების 63%, ხოლო განმეორებითი ინსპექტირებისას 79.5%  M1 კატეგორიის იყო. შესაბამისად, დადებითად გავლილი და დახარვეზებული ავტომობილების ყველაზე დიდი რაოდენობაც ამ კატეგორიაზე მოდის.

პირველადი ინსპექტირება კატეგორიის მიხედვით. ილუსტრაცია: IDFI

განმეორებითი ინსპექტირება კატეგორიის მიხედვით. ილუსტრაცია: IDFI

მასალების გადაბეჭდვის წესი