117 640-მა ავტომობილმა ტექნიკური ინპექტირების მოთხოვნები დააკმაყოფილა, 114 830-მა ვერა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინტიტუტის ცნობით პირველადი ტექნიკური ინსპექტირება 232 470 ავტოსატრანსპორტო საშუალებას ჩაუტარდა, რომელთაგანაც მოთხოვნები 117 640 -მა დააკმაყოფილა, 114 830 კი დახარვეზდა.
IDFI შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა და ეს მონაცემები ასახავს 2018 წლის და 2019 წლის იანვარ-თებერვლის სტატისტიკას.
ორგანიზაციის ცნობით, განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარდა 80 999 ავტოსატრანსპორტო საშუალებას, აქედან:
[checklist]
- გაიარა, ჯამში, 76 669-მა
[/checklist]
[crosslist]
- დახარვეზდა, ჯამში, 4 330.
[/crosslist]
ანუ პირველ ეტაპზე დახარვეზებული 114 830-დან განმეორებითი ინსპექტირების ვალდებულება დახარვეზებიდან 30 დღის განმავლობაში არ შეასრულა 33 831-მა ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა, ხოლო 76 669-მა გამოასწორა გამოვლენილი ხარვეზები. ორივე ეტაპის გავლის შემდეგ დახარვეზებულთა რაოდენობამ სულ 4 330 შეადგინა.
“განმეორებითი ინსპექტირებისას ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა ინსპექტირების პროცესი უნდა დაიწყოს ხელახლა -განმეორებით გაიაროს პირველადი ტექნიკური ინსპექტირება. ასეთი ავტომობილების ჯამური რაოდენობა 4 032 იყო, საიდანაც 1 182-მა გაირა, ხოლო 2 150დახარვეზდა”, – აცხადებს IDFI.