მოქალაქე, რომელსაც თურქეთი FETO-სთან კავშირში ადანაშაულებდა, უკვე საქართველოშია, – განუცხადა ნეტგაზეთს საქართველოს კონსულმა ტრაპიზონში.
საქართველოს მოქალაქე მალხაზ მეზვრიშვილზე ინფორმაცია “ნეტგაზეთმა” 5 ივნისს გამოაქვეყნა. ის აცხადებდა, რომ თურქეთმა აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან (FETO) კავშირში დაადანაშაულა, რის გამოც 4 თვის განმავლობაში ვერ ახერხებდა სამშობლოში დაბრუნებას.
“მ.მ. ამჟამად იმყოფება საქართველოში”, – აცხადებს კონსული ტრაპიზონში ავთანდილ მიქაცაძე.
“ნეტგაზეთის” კითხვაზე, როგორ მოახერხა მალხაზ მეზვრიშვილმა თურქეთიდან უკან დაბრუნება, როცა მას, როგორც თავად ყვებოდა, სასამართლომ ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა, ქამუცაძე ამბობს, რომ ეს პერსონალური ინფორმაციაა.
“ნეტგაზეთი” ცდილობს მეზვრიშვილთან დაკავშირებას.
წაიკითხეთ ამ თემაზე დეტალურად:
FETO-სთან კავშირს მედავებიან, თურქეთს ვერ ვტოვებ – საქართველოს მოქალაქე
მთავარ ფოტოზე: ავტომობილი, რომელშიც მალხაზ მეზვრიშვილის თქმით, თურქეთში ცხოვრობდა. ფოტო მოქალაქის ფეისბუქიდან.