ახალი ამბები

სტოლტენბერგი: რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. ხელშეკრულება საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება

25 ნოემბერი, 2014 •
სტოლტენბერგი: რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. ხელშეკრულება საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება

მისი თქმით, ეს ე.წ. ხელშეკრულება არ წაადგება საქართველოში სიტუაციის მშვიდობიანად მოგვარების პროცესს.

 

“ის არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ეუთოს პრინციპებს და რუსეთის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს.

 

ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ უკან წაიღოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება და ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან”, – აცხადებს სტოლტენბერგი.


24 ნოემბერს რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის პირველმა პირებმა სოჭში ხელი “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელსაც თბილისის ანექსიის დოკუმენტად აფასებს. 


მასალების გადაბეჭდვის წესი