ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“პატრიოტების” განცხადება ჯარის გაუქმებაზე, იმედისმომცემია” – ხედვა ცხინვალიდან

7 ივნისი, 2019 • 1399
“პატრიოტების” განცხადება ჯარის გაუქმებაზე, იმედისმომცემია” – ხედვა ცხინვალიდან

ფატიმა მაერგიონი, უფლებადამცველი, ცხინვალი

ჩაწერა: ირინა იანოვსკაიამ


დღეს ქართულ-ოსური ურთიერთობები გაყინულია, რაც ორივე მხარისთვის თანაბრად ნეგატიურად აისახება.

ბოლო დროს იმედისმომცემი განცხადებები მოვისმინე, რომელსაც შეუძლია მთლიანად შეცვალოს სიტუაცია უკეთესობისკენ. იმედისმომცემი იყო პარტია “პატრიოტების” პროგრესული განცხადებები, მათი  მოთხოვნები და წინადადებები საქართველოს ნეიტრალურ ქვეყნად აღიარების, ჯარის გაუქმების და იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტროსა და ჯარზე დანახარჯების გამოყენება ოჯახური ბიზნესის განვითარებისკენ უნდა მიემართოს. ერთი მხრივ, ეს ხელს შეუწყობდა საქართველოს მძიმე კრიზისიდან გამოსვლას, სიღარიბისა და სიღატაკის შემცირებას, ცხოვრების დონის ამაღლებას, მეორე მხრივ კი, საქართველოს მხრიდან სამხედრო აგრესიის საფრთხის ამოწურვა მოხსნიდა დღის წესრიგიდან სამხედრო რიტორიკას, ასევე, ოსურ მხარეს საშუალებას მისცემდა უფრო დამოუკიდებელი ყოფილიყო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეთა ინტერესების დაცვის, ეკონომიკური სტაგნაციისა და სიღარიბის პრობლემების გადაწყვეტის, ცხოვრების დონის გაზრდის საკითხებში.

ვფიქრობ, ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს რეალურ მოლაპარაკებათა პროცესისკენ გადასვლას, სადაც განხილული იქნება როგორც თავად ომისა და ჩვენთვის მიყენებული ზიანის საკითხები, ასევე, მსოფლიო საზოგადოების მიერ ჩვენი დამოუკიდებლობის საბოლოო აღიარებას საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

თუკი ჩემ მიერ ზემოჩამოთვლილი ფაქტორები არ შესრულდება, მაშინ ასე ვიქნებით ჩვენც და ქართული მხარეც მანიპულირებული მათგან, ვისაც აწყობს ეს მდგომარეობა.

ვაღიარებ, რომ სასიამოვნო იყო ჩემთვის ქართველი “პატრიოტების” განცხადებების მოსმენა, რომლებმაც გაკიცხეს როგორც “ქართული ოცნება”, ასევე ოპოზიცია.

ჩვენს იზოლაციაში და დახურულობაში დამნაშავეა ევროკავშირი და საქართველო, რომლებიც არ გვიტოვებენ სხვა არჩევანს გარდა სამხედრო თავდაცვისა. ეს ყველაფერი ჩემი პირადი აზრია ყველა ანალიზიდან გამომდინარე.

რატომაა პრობლემური „პატრიოტების“ მოთხოვნა თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებაზე

გაეცანით რუბრიკის “მოქალაქეების აზრი კონფლიქტებზე” სხვა მასალებს აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი