ტელეკომპანია “იმედის“ ინფორმაციით, ბიურსელში ვიზიტით მყოფი მამუკა ბახტაძე უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ტელეკომპანია ზელენსკიზე დაყრდნობით ამბობს, რომ მათ სატელეფონო ნომრები გაცვალეს.
“დიახ, [ბახტაძე] ძალიან კარგი ადამიანია. ჩვენ გავცვალეთ ტელეფონის ნომრები. ვისაუბრეთ ჩვენს ურთიერთობაზე, საქართველოზე და უკრაინაზე”, – უთხრა “ქრონიკას“ ზელენსკიმ.
ტელეკომპანიის კითხვაზე, აპირებს თუ არა, უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს, ზელენსკიმ დადებითი პასუხი გასცა.
“რატომაც არა. დიახ, საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა. ერთხელ ნამყოფი ვარ საქართველოში”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.