ახალი ამბები

ბაჩო ახალაია სოხუმის საქართველოს დედაქალაქად გამოცხადების ინიციატვით გამოდის

24 ნოემბერი, 2014
ბაჩო ახალაია სოხუმის საქართველოს დედაქალაქად გამოცხადების ინიციატვით გამოდის
მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს მნიშვნელოვანი ინიციატივით. აფხაზეთის ანექსიის სახით დღეს საფრთხე ემუქრება სრულიად საქართველოს სიცოცხლეს. ასეთ დროს სრულფასოვანი სახელმწიფოები იქცევიან ღირსეულად, ჩვენი ბოლო წლების და განსაკუთრებით კი დღევანდელი ქცევები ტრაგიკომიკურია.

გამომდინარე იქიდან, რომ ანექსიის საწინააღმდეგოდ არ ჩანს არანაირი ადეკვატური ქმედების ნიშნები და იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების ლიტონი სიტყვები და ცარიელი განცხადებები მხოლოდ ვნებს ჩვენს ერთიანობას, გთავაზობთ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას, რომლის მიხედვით საქართველოს დედაქალაქად უნდა გამოცხადდეს უძველესი ქართული ქალაქი სოხუმი.


ეს ყველას ერთად, ჩვენ და მთელ მსოფლიოს კიდევ უფრო მკაფიოდ დაგვანახებს რისთვის ვიბრძვით, რას გვართმევს მტერი და რომ საქმე არა ცალკეულ ქართულ კუთხესთან, არამედ მთელი საქართველოს თავისუფლებასთან გვაქვს”, – აცხადებს ბაჩო ახალაია.

ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი