ახალი ამბები

ხიდაშელი: იმედს ვიტოვებდი, რომ სოხუმი უფრო მყარად დადგებოდა

24 ნოემბერი, 2014 •
ხიდაშელი: იმედს ვიტოვებდი, რომ სოხუმი უფრო მყარად დადგებოდა

“იმის მიუხედავად, რა ხელშეკრულებაზე მოაწერენ ხელს დღეს ხაჯიმბა და პუტინი, საქართველოსთვის მაინცდამაინც ვითარება ამ ხმრივ არ იცვლება. გასაგებია, რომ სახელის დარქმევით თუ სახელის დარქმევის გარეშე დღეს იქ ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება. მე მაინც იმედს ვიტოვებდი, რომ სოხუმი უფრო მყარად დადგებოდა და არ დაუშვებდა ამ გადაწყვეტილების მიღებას და ხელმოწერას იმიტომ, რომ თუ ვინმე არის ანექსიის საფრთხის პირობებში, პირველ რიგში ეს აფხაზები არიან, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ეს საფრთხე ვერ დაინახეს”, – განაცხადა ხიდაშელმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში.


24 ნოემბერს აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” შეთანხმებას ხელს პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და რაულ ხაჯიმბა მოაწერენ. წერს გამოცემა აპსნიპრესი.


 

აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეთანხმების დოკუმენტი თითქმის ყველა, მათ შორის თავდაცვის სფეროში, მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს. შეთანხმების პროექტი ოფიციალური თბილისის გარდა უარყოფითად შეაფასა აფხაზეთის ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა. შეთანხმებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტია “ამცახარა” ხვალ, 24 ნოემბერს სოხუმში აქციის გამართვას გეგმავს.

 

 

 

საქართველოს ხელისუფლებისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ამ შეთანხმებით რუსეთი აფხაზეთის ანექსიას ახდენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი