“დღეს განსაკუთრებით მინდა დავლოცო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც უდიდესი წვლილი გაიღო ამ ტაძრის მშენებლობისთვის. ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ ეკლესიას და ვერ მოერევიან იმას, რომელიც აშენებს ეკლესიას. წმინდა გიორგი ჩვენს წინაშე არის როგორც სიმბოლო ჩვენი ერის, როგორც უძლეველი ძალა, რომელიც იცავს საქართველოს”, – განაცხადა ილია მეორემ.
ეს განცხადება ილია მეორემ დღეს, 23 ნოემბერს გიორგობის საზიემო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას გააკეთა. საზეიმო წირვას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდნეტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობისა და მაღალი თანამდებობოსის პირები.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სამების საკათედო ტაძრის აშენების 10 წლისთავს აღნიშნავს.სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაუჯდა.

