ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზებისა და ოსების ჯანდაცვაზე თითქმის 7 მილიონი ლარი დაიხარჯა – მთავრობა

4 ივნისი, 2019 • 1228
აფხაზებისა და ოსების ჯანდაცვაზე თითქმის 7 მილიონი ლარი დაიხარჯა – მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი მოხსენების ერთ-ერთ თავში, რომელიც “კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას” ეძღვნება, 2018 წელს საქართველოს ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე გაწეულ ხარჯებზეც არის საუბარი.

“გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურება „სახელმწიფო რეფერალური პროგრამის“ ფარგლებში, ასევე, აფხაზეთის რეგიონისთვის სხვადასხვა მედიკამენტების რეგულარულად მიწოდება. 2018 წელს საქართველოს მთავრობის მიერ ჯანდაცვის კომპონენტზე დახარჯულმა თანხამ შეადგინა დაახლოებით 7 მილიონი ლარი”, – ნათქვამია ანგარიშში.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებიდან მომართვიანობა და, შესაბამისად, ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები ჯანდაცვაზე ყოველწლიურად მსგავს მაჩვენებელს უტოლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი