ახალი ამბები

WTIS 2014-ის სიმპოზიუმის გახსნამდე ქართული მხარე სტუმრებისთვის პრეზენტაციებს მართავს

23 ნოემბერი, 2014 • • 1156
WTIS 2014-ის სიმპოზიუმის გახსნამდე ქართული მხარე სტუმრებისთვის პრეზენტაციებს მართავს

დაწესებულებები პრეზენტაციებს მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების რიგით მე-12 სიმპოზიუმი – WTIS 2014-ის ოფიციალურ გახსნამდე სტუმრებისთვის მართავენ და საქართველოში არსებულ მდგომარეობას აცნობენ. პრეზენტაცია 10:30 საათზე რედისონ ბლუ ივერიაში დიწყო.


„საქართველოს მონაწილეობა ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი და უდიდესი როლი შეიძლება შეიტანოს მსგავსი ღონისძიების ჩატარებამ ზოგადად საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, რადგან მას არა მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან, არამედ კომპანიებიც დაესწრებიან და ექსპერტები“, – განუცხადა „ქრონიკას“ ირაკლი ქაშიბაძემ, ინოვაციური ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ.

 

WTIS 2014-ის მე-12 სიმპოზიუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2014 წლის 24 ოქტომბერს, 09:00 საათზე ოფიციალურად გახსნის.

 

სამდღიანი სიმპოზიუმის ფარგლებში შემდეგი საკითხები განიხილება: საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) ანგარიშის – საინფორმაციო საზოგადოების შეფასება 2014 (Measuring the Information Society 2014) პრეზენტაცია, ICT სექტორის 2015 წლის შემდგომი განვითარების გეგმის და სამომავლო პრიორიტეტების პანელური განხილვა, მსჯელობა დიდი მოცულობის მონაცემების (Big Data) გამოყენების თაობაზე, დისკუსიები ICT-ის სტატისტიკური მონაცემების ხარისხზე, ღია მონაცემების პოლიტიკასა და ICT4D-ის (ICT for Development) შეფასების მიმართულებით გაწეული სამუშაოების შესახებ, სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების (EGTI) და შინამეურნეობის ინდიკატორების (EGH) ექსპერტთა ჯგუფების მუშაობის შედეგების განხილვა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია
კომუნიკაციების ეროვნული კომისია

მასალების გადაბეჭდვის წესი