ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბას თქმით, რუსეთთან შეთანხმებას ჟენევის დისკუსიებზე გავლენა არ ექნება

23 ნოემბერი, 2014 • • 852
ხაჯიმბას თქმით, რუსეთთან შეთანხმებას ჟენევის დისკუსიებზე გავლენა არ ექნება

შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა, ვინაიდან რაულ ხაჯიმბას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ეს იყო თანათავმჯდომარეების დელეგაციის პირველი ვიზიტი აფხაზეთში. შეხვედრის მონაწილეებმა რეგიონში მიმდინარე ვითარებისა და ჟენევის დისკუსიების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 

ხაჯიმბას თქმით, აფხაზეთის მხარისთვის მღელვარებას იწვევს ის ფაქტი, რომ მოლაპარაკებათა პროცესს ხელშესახები შედეგები არ აქვს. 

 

აპსნიპრესის ინფომაციითვე, შეხვედრის დროს თანათავმჯდომარე ევროკავშირიდან ჰებერტ ზალბერი დაინტერესდა, რამდენად შეიძლება აისახოს აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” შეთანხმების ხელმოწერა ჟენევის დისკუსიებზე. 

 

“რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთი საერთაშორისო დოკუმენტების ხელმოწერის საკითხებში, პირველ რიგში, საკუთარი ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს. ის რუსეთთან შეთანხმების გაფორმების გამო მღელვარების არანაირ საფუძველს არ ხედავს,”– წერს გამოცემა. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   

მასალების გადაბეჭდვის წესი