ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ორი წლის განმავლობაში ღვინის ექსპორტი 250%–ით გაიზარდა

22 ნოემბერი, 2014 •
ღარიბაშვილი: ორი წლის განმავლობაში ღვინის ექსპორტი 250%–ით გაიზარდა

“ჩვენ შეღავათიანი კრედიტი გამოვუყავით “კახური ტრადიციების მეღვინეობის” კომპანიას და კიდევ ერთი ძალიან კარგი ქარხანა გაიხსნა ქედაში. ბოლო ორი წლის განმავლობაში მევენახეების რთველიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 300 მილიონ ლარზე მეტი.  ეს არის უდიდესი წარმატება და მიღწევა ჩვენი მოსახლეობის, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქარული ღვინის ექსპორტი, 2 წლის განმავლობაში 42 ქვეყანაში ღვინის ექსპორტი გაიზარდა 250 %–ით”,– განაცხადა ქარხნის გახსნისას ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. 

 

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქარხნისთვის სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტით 600 000 აშშ დოლარი გამოიყო, განხორციელებული ინვესტიცია კი მილიონ ლარს შეადგენს. ქარხანა გურია-აჭარის ყურძნის ჯიშებს მიიღებს და სრული დატვირთვის პირობებში 1000 ტონამდე ყურძენს გადაამუშავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი