ახალციხეში ავტომანქანაში შემძვრალი გველის გამოყვანას ცდილობენ. ინფორმაციას ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ადგილზეა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც.
“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ინციდენტი დღეს, დაახლოებით 10:00 საათზე მოხდა. როგორც მანქანის მეპატრონემ “სამხრეთის კარიბჭეს” უთხრა, ქვეწარმავალი ავტოფარეხის კართან იყო გაწოლილი და საბურავიდან მანქანაში შეძვრა.
„საბურავზე აცოცდა. დავქოქე და გამოვიყვანე, მეგონა, ჩამოვარდებოდა. მეზობელი უყურებდა, მაგრამ გამოსული არ დაუნახავს. მანქანაშია სადღაც“, – ამბობს მეპატრონე “სამხრეთის კარიბჭისთვის” მიცემულ ინტერვიუში.