ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში რუსეთთან შეთანხმების გაფორმების საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

21 ნოემბერი, 2014 • • 1075
სოხუმში რუსეთთან შეთანხმების გაფორმების საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

გამოცემა აპსნიპრესის ინფორმაციით, პოლიტიკურმა პარტიამ მიტინგის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 21 ნოემბერს, პარტიის გაფართოებულ სხომაზე ერთხმად მიიღო. სხდომა რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის შეთანხმების ხელმოწერის საკითხზე იმართებოდა. 

 

პარტია “ამცახარას” წარმომადგენლებმა თავიდანვე განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ მომზადებულ პროექტს კრიტიკულად აფასებენ. შესაბამისად, მათ ოქტომბერში განაცხადეს, რომ გეგმავენ, შეთანხმების საკუთარი ვერსია მოამზადონ.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი