“თბილისის მიკროავტობუსის” ინფორმაციით, დღეს, 3 ივნისს, ვარკეთილის ერთ-ერთ ხაზზე მიკროავტობუსების მოძრაობა შეზღუდული იყო. ამ დროისთვის კი შეფერხება აღმოფხვრილია.
რაც შეეხება მიზეზებს, კომპანია განმარტავს:
“3 ივნისს, დილის 06:00 საათზე კაიროს ქუჩაზე მდებარე თბილისის მიკროავტობუსების ავტოფარეხიდან სატრანსპორტო საშუალების სამუშაო ხაზებზე გასვლას შეექმნა პრობლემა. ადგილობრივმა მოსახლეობამ გასასვლელი ჩაკეტა კონკრეტული მოთხოვნების საფუძველზე, რომელიც არ უკავშირდება კომპანიის მუშაობას. ამ დროისთვის ავტოფარეხიდან მიკროავტობუსების გასასვლელი გათავისუფლებულია და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია“