“ამ რეფორმებმა აღნიშნული სექტორის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება უზრუნველყო. ამის მიუხედავად, მსოფლიო ბანკის მიერ ცოტა ხის წინა ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში განათლების ყველა დონეზე მთავარ გამოწვევად ხარისხის გაუმჯობესება რჩება. კერძოდ, მნიშვნელოვანი იქნება ქართველი მოსწავლეების სწვლის შედეგების გაუმჯობესება ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა წიგნიერება, მათემატიკა და საბუნებისმტყველო მეცნიერებები. საქართველოს აქვს შესაძლებლოა გაიზიაროს იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც შთამბეჭდავი წინსვლა აჩვენეს”, – აცხადებს ჰენრი კერალი.
დღეს თბილისში კონფერენცია გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული განათლების და მეცნიერების სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებების დოკუმენტი. კვლევა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა და შემუშავდა რეკომენდაციები. ანალიტიკური დოკუმენტი მოიცავს განათლების და მეცნიერების ყველა დონეს – სკოლამდელ, ზოგად და უმაღლეს განათლებასა და მეცნიერების განვითარებას.
“განათლების და მეცნიერების სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებების დოკუმენტი საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020-ით გათვალისწინებულ პრიორიტეტებს – დასაქმებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირების ხელშეწყობას ემყარება,” – აცხადებს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე.
კონფერენცია დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.