ახალი ამბები

ლონდონის მერმა სადიქ ხანმა ტრამპი XX საუკუნის ფაშისტებს შეადარა | The Guardian

2 ივნისი, 2019 •
ლონდონის მერმა სადიქ ხანმა ტრამპი XX საუკუნის ფაშისტებს შეადარა | The Guardian

ლონდონის მერმა სადიქ ხანმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ენა „მე-20 საუკუნის ფაშისტების ენას“ შეადარა, — იუწყება ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ (The Guardian).

„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზარდი გლობალური საფრთხის ერთ-ერთი ყველაზე აღმაშფოთებელი მაგალითია. მსოფლიოში უკიდურესი მემარჯვენეობა მძლავრობს და ემუქრება ჩვენს რთულად მოპოვებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, ღირებულებებს, რომლებიც 70 წელზე მეტია, ჩვენს ლიბერალურ, დემოკრატიულ საზოგადოებებს განსაზღვრავს“, — თქვა სადიქ ხანმა.

„ვიქტორ ორბანი უნგრეთში, მატეო სალვინი იტალიაში, მარინ ლე პენი საფრანგეთში და ნაიჯელ ფარაჟი აქ, დიდ ბრიტანეთში იყენებენ იმავე ტროპებს, რასაც ფაშისტები მე-20 საუკუნეში, რათა მხარდაჭერა მოიპოვონ, თუმცა მიზნის მისაღწევად ახალ, ბოროტ მეთოდებს იყენებენ. ისინი თანდათან ძლიერდებიან და ძალაუფლებასა და გავლენებს უეფლებიან ისეთ ადგილებში, რომლებზეც წლების წინ ვერც კი ვიფიქრებდით“.

მასალების გადაბეჭდვის წესი