ახალი ამბები

აშშ გუანტანამოს ციხიდან 3 პატიმარს საქართველოს გადმოსცემს

21 ნოემბერი, 2014 •
აშშ გუანტანამოს ციხიდან 3 პატიმარს საქართველოს გადმოსცემს

აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით,  პატიმრების გადმოცემის გადაწყვეტილება 6 დეპარტამენტისა და შესაბამისი სააგენტოების თანხმობის შედეგად იქნა მიღებული.

 

“აშშ მადლობას უცხადებს საქართველოს მთავრობას გუანტანამოს ყურის საპატიმრო დაწესებულების დახურვის პროცესში მხარდაჭერისთვის. აშშ–მა საქართველოს მთავრობასთან ერთად კოორდინირებულად იმუშავა იმისთვის, რომ ეს ტრანსფერი უსარფრთხოების ზომების დაცვისა და ადამიანთა სათანადოდ მოპყრობის პირობებში წარიმართოს,”– ნათქვამია აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.

 

აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის გუანტანამოს ყურეში 143 პატიმარი რჩება

მასალების გადაბეჭდვის წესი